Accentnews.ge
ზელენსკიმ ლუკაშენკოს სთხოვა, მინსკის მახლობლად დაკავებულები კიევს გადასცეს

ზელენსკიმ ლუკაშენკოს სთხოვა, მინსკის მახლობლად დაკავებულები კიევს გადასცეს

05/08/2020 15:16:41 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მოსთხოვა, კიევს გადასცეს „მინსკის მახლობლად დაკავებული რუსები, რომლებიც უკრაინაში ტერორისტულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილი“. როგორც ირკვევა, ამ თემაზე პრეზიდენტებმა 5 აგვისტოს სატელეფონო კომუნიკაციისას ისაუბრეს.

ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, რომ მინსკი მზადაა, კიევთან რუსეთსა და უკრაინასთან ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში ითანამშრომლოს.

ცნობისთვის: ივლისის ბოლოს ბელარუსის სპეცსამსახურებმა მინსკის მახლობლად რუსეთიდან ჩასული 33 პირი დააკავეს. ზოგ მათგანს უკრაინის მოქალაქეობა აქვს. მინსკი მიიჩნევს, რომ დაკავებულები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები არიან.

ბელარუსში რუსეთის კონსულმა განაცხადა, რომ ბელარუსში დაკავებულები ტრანზიტით ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ. მაგრამ ვიდეოში, რომელიც დაკავებისას გავრცელდა, ჩანს, რომ დაკავებულებს თან სუდანის ვალუტა და სიმბარათები ჰქონდათ. ცნობილია, რომ სუდანი „ვაგნერის“ ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პუნქტია.

ბელარუსის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დაკავებული რუსები შესაძლოა კავშირში იყვნენ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინ არეულობის მზადებასთან. არჩევნები 9 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S