Accentnews.ge
ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულა ქართულში 20-მა აბიტურიენტმა მიიღო, მათემატიკაში - 12-მა

ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულა ქართულში 20-მა აბიტურიენტმა მიიღო, მათემატიკაში - 12-მა

05/08/2020 11:47:14 საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული 39 300-ზე მეტი აბიტურიენტიდან უმაღლესი ქულა ქართულ ენაში 20-მა მიიღო, მათემატიკაში კი – 12-მა. მონაცემები მედიას ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ გააცნო.

ქართულ ენაში მაქსიმალური ქულა 70 იყო, მათემატიკაში კი 59. იმისთვის, რომ გამოცდა ჩაბარებულად მიჩნეულიყო აბიტურიენტს ქართულში მინიმუმ 18 ქულა უნდა მიეღო, მათემატიკაში კი 12.

უახლოესი 4 დღის განმავლობაში შედეგების გასაჩივრებაა შესაძლებელი, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა ზღვარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S