"შემუშავდება სპეციალური სტანდარტი, როგორ უნდა განთავსდნენ მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლო დაწესებულებებში"
05/08/2020 07:41:26 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემუშავდება სპეციალური სტანდარტი, როგორ უნდა განთავსდნენ მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლო დაწესებულებებში.
„სწავლის დაწყება მობილობას გაზრდის და რა თქმა უნდა, სწავლა ვერ იქნება ჩვეულ სტილში, თუ აქამდე ერთ ოთახში იჯდა 20 ადამიანი, ახალა ასე ვეღარ იქნება. იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები – აუდიტორიებში. ასევე, გვექნება პროტოკილი, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – ხელების ხშირი დამუშავება, პირბადის გამოყენება. მუშავდება ეს სტანდარტები და დარწმუნებული ვარ, დამყოლობა კარგი იქნება და შევძლებთ, ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს, თუმცა რისკი დიდია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
განათლების მინისტრის თქმით, საქართველოში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.


