Accentnews.ge
განათლების მინისტრი განმარტავს, როდის დაიწყება სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი

განათლების მინისტრი განმარტავს, როდის დაიწყება სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი

05/08/2020 07:29:23 საზოგადოება

განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

"დღევანდელი ეპიდისტუაციის გათვალისწინებით სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც.დღევანდელი მონაცემებით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში და სასწავლო ოთახებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1197-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 974 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S