"15 ახალი შემთხვევიდან სამის წყარო უცნობია"
05/08/2020 07:04:17 საზოგადოება
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში 15 ახალი შემთხვევიდან 3–ის წყარო უცნობია.
"15 ახალი შემთხვევიდან 4 პაციენტი არის გაჩიანიდან, 3 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთია სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 4 არის კონტაქტებიდან და 3 დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით", - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოვიდ–ცენტრებში 240 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1197-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 974 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


