ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
05/08/2020 06:56:45 საზოგადოება
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ოთხი ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურებულ პირთან კონტაქტია, ორი ინფიცირებული კი საერთაშორისო გადაზიდვების - სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან და მკურნალობას მათი სურვილით სამშობლოში გააგრძელებენ.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 20 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ცნობისთვის: გუშინ აჭარაში კორონავირუსის 51 წლის მამაკაცს დაუდგინდა. იგი სავარაუდოდ, სატვირთო ავტომობილის მძღოლისგან დაინფიცირდა. შემდეგ აღნიშნული მამაკაცის კონტაქტში მყოფი პირები გამოიკვლიეს, 17 პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, აქედან ოთხს კორონავირუსი დაუდასტურდა.


