Accentnews.ge
Reuters - მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ 15 წამში 1 ადამიანი იღუპება

Reuters - მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ 15 წამში 1 ადამიანი იღუპება

05/08/2020 06:13:16 მსოფლიო

ბოლო 2 კვირის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ 24 საათში, საშუალოდ, 5 900 ადამიანი იღუპება, რაც ყოველ ერთ საათში 247, ან ყოველ 15 წამში 1 ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს, - უწყება Reuters.

ფატალური შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე შეერთებული შტატები დგას, შემდეგ მოდიან ბრაზილია, ინდოეთი და მექსიკა.

აშშ და ლათინური ამერიკის ქვეყნები ვირუსის გავრცელების ახალ ეპიცენტრებად იქცნენ. ბოლო პერიოდში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება ავსტრალიაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ბოლივიაში, სუდანში, ეთიოპიაში, ბულგარეთში, ბელგიაში, უზბეკეთსა და ისრაელში.

„ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა,“- წერს გამოცემა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 704 396 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 706 000–ს გადააჭარბა, 11 925 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1197-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 974 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S