ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 5–ჯერ გაიზარდა
05/08/2020 06:00:17 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 5–ჯერ გაიზარდა. დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი – 3.
საქართველოში სულ კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-294.


