მსოფლიოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 700 000–ს გადააჭარბა
05/08/2020 05:49:54 მსოფლიო
მსოფლიოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 700 000–ს გადააჭარბა. უკანასკნელი ოფიცილური მონაცემებით, დაავადებამ 704 396 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 18 706 000–ზე მეტი, 11 925 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1182-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 962 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.
COVID-19–ით ყველაზე მეტი გარდაცვლილი და ინფიცირებული აშშ–ში ფიქსირდება.


