Accentnews.ge
"ბეირუთში მომხდარი აფეთქება საშინელ თავდასხმას ჰგავს"

"ბეირუთში მომხდარი აფეთქება საშინელ თავდასხმას ჰგავს"

05/08/2020 05:18:19 მსოფლიო

მაშინ როცა ლიბანის ხელისუფლება ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შეფასებისგან გამოძიების დასრულებამდე თავს იკავებს, აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხდარს "საშინელ თავდასხმას" უწოდებს.

კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ ეს აფეთქება ნამდვილად თავდასხმა იყო, ტრამპმა შემდეგი განაცხადა:

"იმის გათვალისწინებით როგორი აფეთქებაც მოხდა, თავდასხმას უფრო ჰგავს ეს ყველაფერი. მე მქონდა შეხვედრა ამერიკელ გენერლებთან და მათაც ასეთი აზრი აქვთ".

პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ აშშ–ის ოფიციალურმა პირებმა განმარტება გააკეთეს და განაცხადეს, რომ მათთვის უცნობია, საიდან მიიღო აღნიშნული ინფორმაცია.

"ჩვენთვის უცნობია, საიდან აქვს ტრამპს ეს ინფორმაცია. წინასწარი მონაცემებით, ეს აფეთქება თავდასხმას არ უკავშირდება", – განაცხადა Reuters–სთან საუბრისას აშშ–ის ოფიციალურმა პირმა.

ბეირუთის პორტში, საკონტეინერო საწყობების ტერიტორიაზე, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა, ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც ლიბანის პრემიერ მინისტრმა ჰასან დიაბმა განაცხადა, ადგილზე 2 700 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. "თუმცა რამ გამოიწვია კატასტროფა ამის დასადგენად გამოძიებას არ გავუსწრებ წინ", – დასძინა მან.

ბოლო პერიოდში ისრაელსა და ლიბანურ "ჰეზბოლას" შორის დაპირისპირება გამწვავდა. ბეირუთში აფეთქების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ტელეკომპანია „ალ-ჰადათი“ ისრაელის სარაკეტო იერიშს ასახელებს. თუმცა ეს უკანასკნელი აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, დაშავდა 4 000-ზე მეტი ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S