ჯანმო რუსეთს საერთაშორისო წესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს
04/08/2020 14:09:22 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთის მიერ ვაქცინის შექმნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და ქვეყანას საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს,– იუწყება BBC.
ინფორმაციისთვის: რუსეთი აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრისთვის უკვე მზად იქნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერის ქრისტიან ლინდმეიერის განცხადებით,ზოგჯერ მკვლევრები დამოუკიდებლად ამბობენ, რომ რაღაცას მიაგნეს, მაგრამ შესაძლო აღმოჩენებსა და ვაქცინას შორის დიდი განსხვავებაა.
BBC-ს თანახმად, მიუხედავად რუსეთის მიერ გავრცელებული განცხადებებისა, მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა იმ ექვს ვაქცინას შორის არ არის, რომლებზეც ჯანმო აცხადებს, რომ ცდები მესამე ფაზაშია გადასული.


