მაჩალიკაშვილი ბაჩალიაშვილის ოჯახის აქციას შეუერთდა: "ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ბავშვის მკვლელები დაისაჯონ"
04/08/2020 09:10:56 საზოგადოება
მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, აშშ-ის საელჩოსთან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის აქციას შეუერთდა. მაჩალიკაშვილმა ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ 23 წლის გოგონას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და უსაფრთხოების სამსახურს აკისრებს:
"სოლიდარობას ვუცხადებ ოჯახს და როგორც ჩემ საქმესთან დაკავშირებით, ისევე ამ ადამიანების გვერდით ვიქნები. რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ, სიცოცხლეს არ დავზოგავ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმ ბავშვის მკვლელები იყვნენ დასჯილები. რაც არ უნდა ილაპარაკონ, ზუსტად ვიცი, ეს არის პირდაპირ ამ ხელისუფლების ხერხემლის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაშაული, სახელმწიფოს დანაშაული. აქ სხვა ორი აზრი არ არის. თვითმკვლელობა, ნარკოტიკები - ათას რამეს დააბრალებენ როგორც მე დამაბრალეს, როგორც ჩემ შვილს დააბრალეს. ამ ხელისუფლებას ეს ჩვევია. ამათ კაცური და ღირსეული რესურსი ამოწურული აქვთ და რაც დარჩენიათ, ეს არის ნაძირლობა, უნამუსობა, უსინდისობა. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ. სხვისი შვილების ბედი სულ ფეხებზე ჰკიდიათ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.


