კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა
04/08/2020 08:07:18 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. 51 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, საერთაშორისო გადაზიდვების სატვირთო ავტომობილის მძღოლისგან დაინფიცირდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ამ ეტაპზე ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს, თავად ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმოფოშია გადაყვანილი.
ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მასთან კონტაქტში მყოფი 17 პირი კი კარანტინშია გადაყვანილი.
საერთო ჯამში, ამ ეტაპზე აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 16 ადამიანი მკურნალობს.


