"არაავთენტური ფეისბუკ გვერდები დისკრიმინაციულ გზავნილებს ავრცელებდნენ"
04/08/2020 07:38:04 საზოგადოება
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ გამოვლენილია 34 არაავთენტური ფეისბუკგვერდი, რომლებიც ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგო და დისკრიმინაციულ გზავნილებს ავრცელებდნენ.
„ნიშანდობლივია ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც მათ გადაცემაში ჰყავდათ კრემლის ექსპანსიური პოლიტიკის ერთგვარი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი. დუგინის გადაცემას ავრცელებდნენ სხვადასხვა ჯგუფებში და გვერდებზე, რაც მცდელობა იყო, რუსეთ-საქართველოს ომი წარმოეჩინათ იმ კონტექსტში, სადაც მთავარი დამნაშავე საქართველოს დასავლური კურსია. მათ აქვთ ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგო გზავნილები, რომლებიც დისკრიმინაციული და მიგზოგინიური გზავნილებია“, - განაცხადა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა მიხეილ ბენიძემ.
შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ 34 არაავთენტური ფეისბუქ გვერდი გამოავლინა, რომლებიც ორგანიზაცია „ალტ-ინფო“-სთან არიან დაკავშირებული. ფეისბუქგვერდების გარდა გამოიკვეთა 25 საჯარო ჯგუფი, რომლებიც „ალტ-ინფოს“ პროპაგანდას ეწევიან. არასამთავრობო ორგანიზაცია მათ მეირ მომზადებულ ანგარიშს ფეისბუქის ადმინისტრაციას მიაწვდის.


