Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81%-ზე მეტია

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81%-ზე მეტია

04/08/2020 07:20:57 საზოგადოება

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81%-ზე მეტია.

მისივე თქმით, კორონავირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 შემოტანილია, ერთის წყაროს ძიება კი გრძელდება.

„სამი ახალი შემთხვევიდან, 2 შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის 1 სატვირთო მანქანის მძღოლია. ხოლო ერთ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების ეპიდკვლევა წყაროს მოძიების მიმართულებით. ამ დროისთვის 241 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კვლავ 81%-ზე მეტია და სიკვდილობის მაჩვენებელი უცვლელია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1182 -მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 962 -ს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S