Accentnews.ge
ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–ჯერ გაიზარდა

ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–ჯერ გაიზარდა

04/08/2020 07:15:03 მსოფლიო

ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის 4–ჯერ გაიზარდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 196 ადამიანი დაინფიცირდა, გუშინ კი – 52.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 768 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 39 298 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 697 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 450 000–ს გადააჭარბა, 11 683 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1182-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 962 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S