Accentnews.ge
ბოლო 24 საათში Covid-19–ით ინდოეთში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე აშშ–ში

ბოლო 24 საათში Covid-19–ით ინდოეთში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე აშშ–ში

04/08/2020 07:05:43 მსოფლიო

ბოლო 24 საათში Covid-19–ით ინდოეთში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე აშშ–ში. დღე–ღამის განმავლობაში ინდოეთში დაავადების 52 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აშშ–ში კი – 45 585.

როგორც კოვიდ–ინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში. რაც შეეხება ინდოეთს, იგი კოვიდ–ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 697 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 450 000–ს გადააჭარბა, 11 683 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1182-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 962 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S