საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
04/08/2020 06:07:42 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1182 შემთხვევაა დადასტურებული.
განახლებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი და ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 962-ს გაუტოლდა.
კარანტინის რეჟიმში 7007 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 280
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.


