Accentnews.ge
მედია –  რუსმა ჰაკერებმა ბრიტანეთის ვაჭრობის ყოფილი მინისტრის ელექტრონული ფოსტა გატეხეს

მედია –  რუსმა ჰაკერებმა ბრიტანეთის ვაჭრობის ყოფილი მინისტრის ელექტრონული ფოსტა გატეხეს

04/08/2020 05:41:55 მსოფლიო

რუსმა ჰაკერებმა ბრიტანეთის ვაჭრობის ყოფილი მინისტრის ლიამ ფოქსის ელექტრონული ფოსტა გატეხეს, – იუწყება BBC.

კიბერთავდასხმა 2019 წელს მოხდა. გამოცემის ცნობით, მოპარული ელექტრონული წერილები, რომლებიც შემდეგ ინტერნეტით გაავრცელეს, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ოპოზიციურმა "ლეიბორისტულმა პარტიამ" საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა. ლეიბორისტები ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ კონსერვატორების მთავრობა აპირებს, ამერიკულ კომპანიებს მიჰყიდოს დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა.

2020 წლის ივლისში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმინიკ რააბმა რუსეთი პირდაპირ დაადანაშაულა შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მცდელობაში.

გაერთიანებული სამეფოს დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოში ჯერ–ჯერობით მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმის გამოძიება მიმდინარეობს.

21 ივლისს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც საუბარია ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში რუსეთის ჩარევის, კერძოდ, 2014 წელს, დამოუკიდებლობის საკითხზე შოტლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგზე გავლენის მცდელობებზე. საპასუხოდ კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი არასდროს არავის საარჩევნო პროცესებში არ ჩარეულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S