აშშ-ს ტროპიკული შტორმი უახლოვდება
04/08/2020 05:16:27 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულ შტატებს ტროპიკული შტორმი უახლოვდება. ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროზე ძლიერ წვიმასა და ქარიშხალს ელიან.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ტორნადოსა და წყალდიდობის შესახებაც აფრთხილებს. ტერიტორიაზე დახურულია სავაჭრო ობიექტები, ევაკუირებულია მოსახლეობის ნაწილი.
ტროპიკულმა შტორმმა შესაძლოა სხვა შტატები და ქალაქებიც დააზარალოს, მათ შორის ვაშინგტონი, ფილადელფია და ნიუ-იორკი.


