Accentnews.ge
იტალიის ეროვნული სტატისტიკის სამსახური: "Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით 6–ჯერ მეტია"

იტალიის ეროვნული სტატისტიკის სამსახური: "Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით 6–ჯერ მეტია"

04/08/2020 04:55:44 მსოფლიო

იტალიაში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით 6–ჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები 1,5 მილიონ იტალიელს უკვე აქვს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 2,5 %–ს წარმოადგენს.

იტალიის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ მოქალაქეებს იმუნიტეტი განსხვავებული აქვთ. მაგალითად, ლომბარდიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები მოსახლეობის 7,5 %–ს აქვთ, ხოლო ქალაქ ბერგამოში – 24 %–ს. მეზობლად მდებარე ვენეტოში იმუნიტეტი ადგილობრივი მცხოვრებლების 1,9 %–ს აქვს.

შეგახსენებთ, რომ იტალია ევროპის ერთ–ერთი ქვეყანაა, სადაც Covid-19–მა ათასობით ადამიანი იმსხვერლა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19-მა 35 166 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 248 229 შემთხვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S