Accentnews.ge
ესპანეთის ყოფილი მეფე მიმდინარე გამოძიების ფონზე ქვეყნის დატოვებას გეგმავს

ესპანეთის ყოფილი მეფე მიმდინარე გამოძიების ფონზე ქვეყნის დატოვებას გეგმავს

03/08/2020 20:22:38 მსოფლიო

ესპანეთის ყოფილმა მეფემ ხუან კარლოსმა ახლანდელ მეფეს ფილიპე VI-ს წერილობით ამცნო, რომ ქვეყნის დატოვებას აპირებს. საპასუხო წერილში ესპანეთის მეფე მამის მიმართ გამოხატავს „ღრმა პატივისცემას და მადლობას უხდის“ მას გადაწყვეტილებისთვის. ფილიპე VI-მ აღნიშნავს მამის მმართველობის ისტორიულ მნიშვნელობას.

ესპანეთის სასამართლომ ივნისში დაიწყო გამოძიება საქმისა, რომელიც ეხება ხუან კარლოსის კავშირს მაღალი სიჩქარის რკინიგზის შესახებ კონტრაქტს საუდის არაბეთთან. შვეიცარიის პრესა იტყობინებოდა, რომ საუდის არაბეთის ყოფილი მეფისგან მან 100 მილიონი დოლარი მიიღო. ორი წლის წინ პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა 80 წლის ხუან კარლოსი, რომელსაც მედია კორუფციაში, ფულის რეცხვაში და საფინანსო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებდა. წელს გავრცელდა ცნობა, რომ ფილიპე VI-მ მამამისს შეუწყვიტა წლიური ხელფასი 194 ათასი ევროს ოდენობით და უარი თქვა მის მემკვიდრეობაზე.ხუან კარლოსმა კომენტირება არ ისურვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S