პუტინმა “საბჭოთა არმიის მიერ კავკასიისთვის ბრძოლაში ფაშისტების განადგურების დღე” დააწესა
03/08/2020 17:53:15 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახალი დღესასწაული - “საბჭოთა არმიის მიერ კავკასიისთვის ბრძოლაში ფაშისტების განადგურების დღე” დააწესა.
პრეზიდენტის ბრძანებულებით, ეს თარიღი ყოველწლიურად, 9 ოქტომბერს აღინიშნება.
კავკასიისთვის ბრძოლა 442 დღეს – 1942 წლის 25 ივლისიდან 1943 წლის 9 ოქტომბრამდე გრძელდებოდა. საბჭოთა არმიამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონისთვის ბრძოლაში დამაჯერებლად გაიმარჯვა, - იუწყება ТАСС.


