Accentnews.ge
აშშ–მა და პოლონეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულეს

აშშ–მა და პოლონეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულეს

03/08/2020 14:31:38 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და პოლონეთმა თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის განცხადებაში, რომელიც პენტაგონის ოფიციალურ ვებ–ვერდზე გამოქვეყნდა.

მარკ ესპერის თქმით, აღნიშნული შეთანხმება აშშ-ს საშუალებას მისცემს, პოლონეთში არსებული კონტიგენტი, რომლის შემადგენლობაში ამჟამად 4 500 სამხედროა, კიდევ 1 000-ით გაზარდოს.

ესპერის თანახმად, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააძლიერებს ნატო–ს და ხელს შეუწყობს რუსეთის შეკავებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S