კიევში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბანკის ფილიალის ხელმძღვანელი მძევლად ჰყავდა აყვანილი და მასთან ერთად თავის აფეთქებით იმუქრებოდა
03/08/2020 13:18:27 მსოფლიო
კიევში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბანკის ფილიალის ხელმძღვანელი მძევლად ჰყავდა აყვანილი და მასთან ერთად თავის აფეთქებით იმუქრებოდა.
"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, მამაკაცმა თავი "წმინდა სულად" წარადგინა, მისი მოთხოვნა კი "ყველა პრეზიდენტის დაპატიმრებაში" მდგომარეობდა.
სამართალდამცველებმა იგი კიევის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.


