Accentnews.ge
საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გარდაცვლილისთვის წესის აგების კურთხევა მისცა

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გარდაცვლილისთვის წესის აგების კურთხევა მისცა

03/08/2020 13:06:09 საზოგადოება

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გარდაცვლილისთვის წესის აგების კურთხევა მისცა. ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა საპატრიარქოში პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სახელზე საპატრიარქოში პანაშვიდი გადაიხადეს.

„პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი. იკითხონ მკვლელებმა, იმათ რა ელით, თორემ ჩემი და თამუნას სული მშვიდად იქნება, წესიც აიგება და რაც საჭიროა, ყველაფერი ისე გაკეთდება. შეხვედრაზე მიხვდნენ, რომ იდუმალებით არის მოცული ეს საქმე. ყველაფერი ვუთხარით, რაც ხდებოდა. თვითონაც ნაწილობრივ საქმის კურსში იყვნენ",- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. იგი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S