Accentnews.ge
ესპანეთში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 97.7%-ით შემცირდა

ესპანეთში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 97.7%-ით შემცირდა

03/08/2020 11:21:34 მსოფლიო

ესპანეთმა, მიმდინარე წლის ივნისში 204 926 საერთაშიროსო ტურისტი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97.7%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, ტურისტების მიერ აღნიშნულ პერიოდში დახარჯული თანხის საერთო მოცულობა წინა წელთან შედარებით 98.6%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ თითოეულმა ტურისტმა, საშუალოდ, 755 აშშ დოლარი დახარჯა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.8%-ით ნაკლებია.

ბოლო პერიოდში ესპანეთში Covid-19-ის ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. აღნიშნულის გამო ევროპის რიგმა ქვეყანამ მოქალაქეებს ესპანეთში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S