ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის შეტაკებას 21-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
03/08/2020 08:52:21 მსოფლიო
ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის შეტაკებას 21-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 43 დაშავდა.
დაღუპულთა შორის „ისლამური სახელმწიფოს“ 3 მებრძოლია, დანარჩენები კი მშვიდობიანი მოქალაქეები და უსაფრთხოების ძალების წევრები არიან.
გუშინ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ქალაქ ჯალალაბადში მდებარე ციხეზე თავდასხმა განხორციელა. შეტაკებები დღეს დილამდე გაგრძელდა. სამართალდამცავებმა შექმნილი ქაოსის დროს ციხიდან გაქცეული 1 000-მდე პატიმრის დაკავება შეძლეს, ჯერ–ჯერობით უცნობია, რამდენი პატიმარი რჩება ამ დროისთვის ძებნაში.


