Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის 241 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში COVID-19–ის 241 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

03/08/2020 07:59:22 საზოგადოება

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას მონაცემებით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორე პაციენტის ეპიდკვლევა, კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში 241 დადასტურებული კოვიდინფიცირებული მკურნალობს, გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 81,5%–ია, ლეტალობის მაჩვენებელი კი 1,44%.

ეზუგბაიას თქმით, თუ ჩვენს თავს დავიცავთ და ერთმანეთს არ შევუქმნით საფრთხეს, ქვეყანაში კონტროლირებადი, მცირე მატება იქნება, რაც მისი განმარტებით, ქმნის ილუზიას, თითქოს ქვეყანაში კოვიდინფიცირებულები არ არიან:

„საქართველოში არის ზომიერი, კონტროლირებადი მატება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგ იმედებს იძლევა და ამის საფუძველი გახლავთ ჩვენი საქციელი - ჩვენ როგორ მოვიქცევით მომავალში. კოვიდდაავადებულები არ გაქრებიან ქვეყნიდან. თუ ჩვენს თავს დავიცავთ და ერთმანეთს არ შევუქმნით საფრთხეს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, ასეთი კონტროლირებადი, მცირე მატება გვექნება, რომელიც ილუზიას ქმნის, თითქოს ქვეყანაში არ არიან კოვიდინფიცირებულები, მაგრამ ნამდვილად არიან და უნდა გავაგრძელოთ თავშეკავებული ცხოვრება თუ ეს შესაძლებელი იქნება“.

ცნობისთვის: საქართველოში სადღეისოდ კორონავირუსის 1179 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 959 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში რჩება 6919 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 251.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S