Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 21 000–ს გადააჭარბა

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 21 000–ს გადააჭარბა

03/08/2020 07:47:26 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 21 000–ს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთშია დაღუპული.

  • თურქეთი: 232 856 ინფიცირებული, 5 728 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 32 443 ინფიცირებული, 462 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 39 102 ინფიცირებული, 762 გარდაცვლილი
  • რუსეთი:850 870 ინფიცირებული, 14 128 გარდაცვლილი

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 692 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 237 000–ს გადააჭარბა, 11 448 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1179-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 959 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S