Accentnews.ge
მედია:  ირანში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს 3–ჯერ აღემატება

მედია:  ირანში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს 3–ჯერ აღემატება

03/08/2020 06:44:55 მსოფლიო

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებზე სამჯერ მეტია,– იუწყება BBC.

მედიის ცნობით, მთავრობის ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ 20 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 42,000 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში COVID-19–ს 14,405 პირი ემსხვერპლა.

ამასთან, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რეალური მაჩვენებელი, ოფიციალურ მონაცემებზე ორჯერ მეტია და 278,827-ის ნაცვლად 451,024-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემები BBC-ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ირანში პანდემია პოლიტიკური თამაშების სამიზნეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S