23 აპრილის შემდეგ პირველად, სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდულად დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
03/08/2020 06:43:10 მსოფლიო
23 აპრილის შემდეგ პირველად, სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდულად დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 52 ადამიანი დაინფიცირდა და 8 გარდაიცვალა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 762 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 39 102 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 692 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 237 000–ს გადააჭარბა, 11 448 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1179-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 959 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


