აშშ–ში Covid-19-ით ივლისში თითქმის 3–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე ივნისში
03/08/2020 06:27:33 მსოფლიო
აშშ–ში Covid-19-ით ივლისში თითქმის 3–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე ივნისში. Johns Hopkins University–ს მონაცემებით, ივლისში კორონავირუსი 1.87 მილიონ პირს დაუდასტურდა, ხოლო ივნისში – 820 000–ს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19-მა 158 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 5 მილიონამდე შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 692 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 237 000–ს გადააჭარბა, 11 448 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1179-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 959 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


