ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის ყოველწლიური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდნენ
31/07/2020 08:35:01 მსოფლიო
ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით, წელიწადში 300 მილიონი დოლარის გამოყოფის ინიციტივით გამოვიდნენ.
წინადადებას მხარს უჭერენ როგორც "რესპუბლიკელი", ისე "დემოკრატი" კანონმდებლები.
წარდგენილი კანონპროექტი უკრაინელი ოფიცრების წვრთნის მიზნით, დამატებით 4 მილიონი დოლარის გამოყოფასაც ითვალისწინებს.
ცნობისთვის: ივნისში პენტაგონში განაცხადეს, რომ კიევისთვის 250 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავენ. ამასთან, დემოკრატები, რომლებიც ასიგნებების კომიტეტს აკონტროლებენ, ივლისის დასაწყისში გამოვიდნენ წინადადებით, 2021 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ 25 მილიონი დოლარი დაემატოს.
დამატებითი სახსრებით იგეგმება პირადი შემადგენლობის, შეირაღების, ლოჯისტიკისა და დაზვერვის მომზადება.


