Accentnews.ge
რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 14 000–ს მიუახლოვდა

რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 14 000–ს მიუახლოვდა

31/07/2020 08:37:44 მსოფლიო

რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 14 000–ს მიუახლოვდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 161 ადამიანი გარდაიცვალა და 5 482 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19-მა 13 963 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 839 981 შემთხვევა.

კოვიდ–ინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 677 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 492 000–ს გადააჭარბა, 10 955 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1168-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 940 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S