Accentnews.ge
ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა

ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა

31/07/2020 08:30:04 მსოფლიო

ბოლო 24 საათში სომხეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 10 ადამიანი დაიღუპა, გუშინ კი – 5.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 738 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 38 550 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 677 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 492 000–ს გადააჭარბა, 10 955 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1168-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 940 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S