Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის 249 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში COVID-19–ის 249 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

31/07/2020 07:32:29 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ხუთი შემოტანილია, ერთი – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი შემთხვევა გაჩიანს უკავშირდება, ხოლო კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 249 პაციენტი მკურნალობს, ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 80.5%–ს შეადგენს.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკაში ამჟამად 41 პაციენტი მკურნალობს.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობასაშუალო და მასზე მსუბუქია:

„პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ამ ეტაპზე არც ერთი არ არის მძიმე, არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომარეობა ფასდება საშუალოდ და საშუალოზე მსუბუქად“.

ცნობისთვის: 31 ივლისის დილის მონაცემევით, საქართველოში კორონავირუსის 1168 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 940 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S