საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა
31/07/2020 05:56:16 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი – 5.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1168 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 940-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


