ევროკავშირმა „უსაფრთხო ქვეყნების“ სია განაახლა

30-07-2020 23:23:13 ევროპა ,მსოფლიო

ევროკავშირმა მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. ირკვევა, რომ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებულია ალჟირი, ხოლო რჩებიან ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილი არის ჩინეთიც, თუმცა ჩინეთთან მიმოსვლა ევროკავშირში მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, როდესაც საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას ჩინეთიც მიიღებს.

ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ აღიარებული ქვეყნები სამ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ: ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე „კოვიდ-19“-ის შემთხვევების საშუალო რიცხვი ევროკავშირის მაჩვენებელზე დაბალი უნდა იყოს; ასევე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია უნდა აღინიშნებოდეს; მხედველობაში მიიღება ქვეყანაში ტესტირებების, ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიებისა და მკურნალობის პრაქტიკები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები