Accentnews.ge
სამსახურიდან აჭარის ტელევიზიის კიდევ სამი თანამშრომელი გაანთავისუფლეს

სამსახურიდან აჭარის ტელევიზიის კიდევ სამი თანამშრომელი გაანთავისუფლეს

30/07/2020 17:21:54 საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამი თანამშრომელი ბაჩო გურაბანიძე, გადაცემა „დილის ტალღის" დირექტორი გიორგი მურვანიძე, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი და გრაფიკოს-მემონტაჟე გურამ ქადიძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

ტელევიზიის უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ დირექტორის ბრძანება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ საღამოს ჩაბარდათ.

როგორც ბაჩო გურაბანიძე აცხადებს, კოხრეიძე ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირების წევრ ჟურნალისტებს დევნის. განსაკუთრებით კი 26 ივნისს პროფესიული კავშირების ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, სადაც ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დასაცავად გამოვიდნენ. ბაჩო გურაბანიძის თქმით, პროტესტის შემდეგ დირექტორი უფრო აგრესიული გახდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S