Accentnews.ge
აშშ–ში თურქეთის საპასუხო ზომებზე მსჯელობენ

აშშ–ში თურქეთის საპასუხო ზომებზე მსჯელობენ

30/07/2020 14:33:33 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონი განიხილავს საკითხს, როგორი საპასუხო ზომები მიიღოს თურქეთის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მიერ რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო.

"ჩვენ ვაგრძელებთ შეფასებას, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სანქციები, რათა ჩვენს საბოლოო მიზანს მივაღწიოთ", – განაცხადა პომპეომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

ცნობისთვის: რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის სარაკეტო სისტემა S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში განხორციელებულიყო.

იხილეთ ასევე: თურქეთმა რუსული S-400-ების კომპონენტების პირველი პარტია მიიღო

აღსანიშნავია, რომ თურქეთს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის პარალელურად, ამერიკული F-35–ის ტიპის 100 ავიაგამანდგურებლების შეძენაც სურდა. თუმცა თურქეთის მიერ რუსეთისთვის საზენიტო, სარაკეტო სისტემის დაკვეთა ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზად იქცა. 2019 წლის 18 ივლისს ვაშინგტონმა ანკარა F-35–ის წარმოების პროგრამიდან გარიცხა. აშშ შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. აშშ-ში აცხადებენ, რომ თურქეთს, როგორც NATO-ს წევრ სახელმწიფოს, არ შეუძლია, ერთდროულად აწარმოოს სამხედრო თანამშრომლობა ამერიკასთანაც და რუსეთთანაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S