ენტონი ფაუჩი მოქალაქეებს 5 წესის დაცვისკენ მოუწოდებს
30/07/2020 11:36:28 მსოფლიო
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი მოქალაქეებს 5 წესის დაცვისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ეს 5 წესი შემდეგია:
- პირბადის ტარება;
- ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება;
- სოციალური დისტანცია;
- ხელების დაბანა;
- ბარებში წასვლისგან თავის არიდება;
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ამ ხუთ პრინციპს მკაცრად არ შეასრულებენ, ის შტატები, სადაც ვირუსის ახალი ტალღები არ გაჩენილა, პრობლემების წინაშე დადგება.
ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 4 400 000–ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 150 000–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 670 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 201 000–ს გადააჭარბა, 10 717 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1160-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 935 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


