Accentnews.ge
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი: "Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული ზრდა გვაქვს, შემთხვევათა უმეტესობა ეკლესიას უკავშირდება"

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი: "Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული ზრდა გვაქვს, შემთხვევათა უმეტესობა ეკლესიას უკავშირდება"

30/07/2020 11:22:08 მსოფლიო

უკრაინაში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში დაავადებით 1 197 ადამიანი დაინფიცირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვის განცხადებით, შემთხვევათა უმეტესობა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე სოფლებში დაფიქსირდა და საეკლესიო მსახურებას უკავშირდება.

"მთავარი მიზეზი, რის გამოც აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე სოფლებში Covid-19-ის ახალმა შემთხვევებმა იმატა, საეკლესიო მსახურებაა", – განაცხადა სტეპანოვმა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში Covid-19-მა 1 673 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 68 794 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 670 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 201 000–ს გადააჭარბა, 10 717 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1160-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 935 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S