Accentnews.ge
"გერმანია რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდის, ხოლო ნატო-ში შენატანთან დაკავშირებით ვალდებულებებს არ ასრულებს"

"გერმანია რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდის, ხოლო ნატო-ში შენატანთან დაკავშირებით ვალდებულებებს არ ასრულებს"

30/07/2020 11:03:31 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ქვეყნიდან ამერიკელი ჯარისკაცბის გამოყვანის მიზეზები განმარტა.

„გერმანია რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდის წლიურად ენერგეტიკსითვის და ჩვენ კი გერმანია რუსეთისგან უნდა დავიცვათ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ამასთან, გერმანია ნატო-ში შენატანთან დაკავშირებით ვალდებულებებს არ ასრულებს. ამრიგად, ჩვენ გერმანიიდან ჯარების ნაწილი გამოგვყავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, "გერმანიიდან გამოყვანილი 11 900 ამერიკელი ჯარისკაციდან 6 400 აშშ–ში დაბრუნდება, ხოლო დანარჩენი სხვასხვა ქვეყნებში გადანაწილდება".

ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ ქვეყნებში განთავსებიან გერმანიიდან გამოყვანილი ჯარისკაცები. 25 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიიდან გამოყვანილი ჯარისკაცების ნაწილი, შესაძლოა, პოლონეთში გააგზავნონ.

რიგი ამერკელი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ თუ ვაშინგტონი გერმანიაში კონტინგენტს შეამცირებს, აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს დააზიანებს, ხოლო ევროპაში რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს.

ამ დროისთვის გერმანიაში 34 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S