პოლონეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
30/07/2020 09:59:43 მსოფლიო
პოლონეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში დაავადებით 615 ადამიანი დაინფიცირდა და 15 გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 45 031 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1709 ადამიანი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 670 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 201 000–ს გადააჭარბა, 10 717 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1160-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 935 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


