ხაბაროვსკში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებზე “ქართველი პროვოკატორები” შენიშნეს
30/07/2020 08:43:12 მსოფლიო
ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ დეგტიარევმა მისი წინამორბედის – დაპატიმრებული სერგეი ფურგალის მხარდამჭერ მასობრივ არასანქცირებულ აქციებში “საქართველოდან ჩასული პროვოკატორების” მონაწილეობის შესახებ განაცხადა.
მასობრივი არასანქცირებული მიტინგები ოლქში 11 ივლისიდან არ წყდება. ხალხი არჩეულ გუბერნატორ ფურგალის ციხიდან გათავისუფლებასა და თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვს. კრემლმა ფურგალს წლების წინ ჩადენილი მკვლელობების დაკვეთაში დასდო ბრალი, თუმცა ხაბაროვსკელები ამას “შეთითხნილ” ბრალდებად მიიჩნევენ.
"მე მესმის ხალხის სამართლიანი რისხვის და ვიცი, რომ პირველ აქციებს ორგანიზატორები მართლაც არ ჰყავდა. მაგრამ შემდეგ ოლქში ათასგვარმა თაღლითებმა მოიყარეს თავი, რომლებიც სარგებლობენ ხალხის სამართლიანი რისხვით საკუთარი ბნელი მიზნებისთვის. ისინი ჩამოსულები არიან, მათ შორის, უცხოეთიდან, მათ შორის – საქართველოდანაც” – განაცხადა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.


