მედია: სვანიძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა
30/07/2020 08:02:54 საზოგადოება
არსებული ინფორმაციით, გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის მიზეზად ქართული რაგბის სამყაროში არსებული კრიზისი დასახელდა. კერძოდ, ის, რომ ვერ მოხერხდა საქართველოს ჩემპიონატის განახლება.
სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.
რაგბის კავშირს ყრილობამდე დროებითი საბჭო უხელმძღვანელებს.


