იაპონიაში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
30/07/2020 07:48:41 მსოფლიო
იაპონიაში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსით 1 264 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყნაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იაპონიაში Covid-19-მა 1 017 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 33 761შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 670 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 201 000–ს გადააჭარბა, 10 717 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1160-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 935 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


