Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის 246 აქტიური შემთხვევაა

საქართველოში COVID-19–ის 246 აქტიური შემთხვევაა

30/07/2020 07:07:47 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი COVID-19–ისხუთი ახალი შემთხვევიდან სამი იმპორტირებულია, ხოლო ორ შემთხვევაზე წყაროსა კვლევა მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 246 პაციენტი მკურნალობს.

„ხუთი ახალი პაციენტიდან სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ორ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის: 30 ივლისის დილის მონაცემებით, კორონავირუსის 1160 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 935 პირი განიკურნა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S