აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 150 000–ს გადააჭარბა
30/07/2020 05:26:32 მსოფლიო
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 150 000–ს გადააჭარბა.
ვირუსის პირველი ლეტალური შემთხვევა აშშ-ში 29 თებერვალს დაფიქსირდა. 23 აპრილს ქვეყენაში „კოვიდ-19“-ით 50 000 ადამიანი იყო გარდაცვლილი, 27 მაისს კი 100 ათასი.
პირველი ლეტალური შემთხვევიდან 73-ე დღეს ამერიკაში ვირუსით 150 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 4 396 030 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.


